პროექტი ”ABC – Assisting Better Communication” მიზნად ისახავს პროექტში მონაწილე ქვეყნებში კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის პროფესიისა და აკადემიური პროგრამების გაძლიერებას, საქართველოში კი ამ პორფესიის შექმნასა და განვითარებას. პროექტის ფარგლებში მზადდება და ვითარდება საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის აკადემიური კურსები და პროგრამები, შესაბამისი, სწავლების ინოვაციურ მეთოდებზე დაფუძნებული მასალით.
პროექტის ოთხი ძირითადი მიმართულება მოიცავს:
- კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის პროგრამის შესაბამისი მასალების შექმნასა და განვითარებას
- პროგრამის პილოტირებას
- პროგრამის განხორციელებისას სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებას
- კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის სფეროში დაგროვილი თანამედროვე გამოცდილების დაუფლებას და გაზიარებას.
- კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის პროგრამის შესაბამისი მასალების შექმნასა და განვითარება
საქართველოსათვის პროგრამის შექმნასა და განვითარებაში ჩართულია კონსორციუმში მონაწილე ყველა მხარე. მასალები იქმნება კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის ევროპისა და ამერიკის ასოციაციების მოთხოვნების შესაბამისად. კონსორციუმის წევრ უნივერსიტეტებშუ ტრენერთა ტრენინგების, ვორქშოპებისა და სემინარების ორგანიზების გზით. კონსორციუმის წევრი სხვა ბენეფიციარი ქვეყნებისათვის – ისრაელი და ბოსნია-ჰერცოგოვინა, პროექტი საშუალებას იძლება ცოდნის გაზიარებისათვის, მასალების განახლებისა და რევიზიისათვის, ახალი კურსების შექმნისა და ინტერდისციპლინური შეხვედრების ორგანიზებისათვის
- პროგრამის პილოტირება
პროგრამის პილოტირებაში, მის შეფასებასა და განვითარებაში მონაწილეობენ პარტნიორი ქვეყნის უნივერსიტეტების შესაბამისი მიმართულების ექსპერტები.
- პროგრამის განხორციელებისას სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენება
სწავლების თანამედროვე მეთოდების გათვალისწინება ერთი-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია პროგრამების შექმნისა და პილოტირებისას. ხარისხის უზრუნველყოფის მეთოდოლოგია იყოფა ორ მიმართულებად, ერთი მიმართულია სასწავლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის ეფექტური მექანიზმების შესაქმნელად, ხოლო მეორე პროექტის მართვვისა და მენეჯმენტის ხარისხის უზრუნველყოფისათვის.
- კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის სფეროში დაგროვილი თანამედროვე გამოცდილების დაუფლებას და გაზიარება
ენისა და მეტყველების თერაპიის სერვისის გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ დარგში არსებული თანამედროვე ხედვების ფართო აუდიტორიისთვის გაზიარებაა. ამ მიზნის მისაღწევად პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კონფერენციის, საჯარო ლექციებისა და ინტერდისციპლინური შეხვედრების ორგანიზება. გარდა ამ მიმართულებით აქტივობების განხორციელებისა, პროექტი მიზნად ისახავს პროფესიის თანამედროვე სტანდარტებით გათვალისწინებული ეთიკური ნორმებისა და ღირებულებების გავრცელებას, რად პროფესიული ასოციაციის შექმნნის წინაპირობაა.