ჰაიფის უნივერსიტეტის ვორკშოპი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში – კლინიკური სუპერვიზია

2017 წლის სექტემბერში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამდღიანი ვორკშოპი, რომელსაც ჰაიფის უნივერსიტეტის კომუნიკაციური დარღვევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რაჩელ იიფატი და ნაამა შაარი უძღვებოდნენ.

ვორკშოპის მიზანი იყო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომუნიკაციის ენისა და მეტყველების ახალ სამაგისტრო პროგრამას დახმარებოდნენ სუპერვიზიის სისტემის აწყობაში.