ვორქშოპი სმენის დარღვევების საკითხებზე
2019 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამდღიანი ვორქშოპი „სმენის დარღვევები და ინტერვენცია. ვორქშოპს უძღვებოდა ისრაელის ონოს კოლეჯის ლექტორი, კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპევტი, ადი ტვიკი. ვორქშოპი ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ ABC-Assisting Better Communication პროექტის ფარგლებში. ვორქშოპს ესწრებოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები და ენობრივი განვითარების სფეროში მომუშავე სპეციალისტები
საერთაშორისო კონფერენცია ენისა და მეტყველების თერაპიაში
2019 წლის, 3-4 ოქტომბერს ბათუმში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის საკითხებზე, რომელიც ,,Erasmus +“ ფარგლებში განხორცილებული პროექტის ABC -Assisting Better Communication (,,უკეთესი კომუნიკაციის ხელშეწყობა”) დასკვნითი კონფერენცია იყო. კონფერენციაზე კონსორციუმი წევრი ქვეყნების უნივერსიტეტებმა ჰოლანდიიდან, პორტუგალიიდან და ისრაელიდან წარმოადგინეს მოხსენებები და გამართეს ვორქშოპები ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა: კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობა მრავლობითი დარღვევების მქონე ბავშვები, […]
სტუდენტების მობილობა
ABC პროექტის ფარგლებში, სტუდენტებს ბენეფიციარი ქვეყნებიდან: საქართველო, ისრაელი და ბოსნია- ჰერცეგოვინა ჰქონდათ შესაძლებლობა გაეტარებინათ 2 კვირა პარტნიორი ევროპული ქვეყნების უნივერსიტეტებში. ვიზიტამდე კონსორციუმის წევრებს შორის შემუშავდა სტუდენტთა შერჩევის სპეციალური კრიტერიუმები. გორდონის აკადემიურმა კოლეჯმა ამაში დიდი წვლილი შეიტანა და გადაწყდა სტუდენტების შერჩევა, მათი აკადემიური მიღწევებისა და ინგლისური ენის ცოდნის დონის შესაბამისად, ასევე სტუდენტებს უნდა აეღოთ ვალდებულება, სრულად […]
კომუნიკაცია ადრეულ ასაკში
2019 ივნისში თბილისსა და ბათუმში ჩატარდა სთეფ ფორვარდისა და საქართველოს პორტიჯის ასოციაციის მიერ ორგანიზებული ვორქშოპი: საკომუნიაცო სირთულეების მქონე ბავშვების მშობლებსთვის. ვორქშოპის მონაწილეებს მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ თანამედროვე მიდგომებს, საკომუნიკაციო დარღვევების მქონე ბავშვებთან მუშაობის შესახებ. როგორ ვითარდება საკომუნიკაციო უნარები სხვადსხვა მდგომერეობის დროს, როგორია მშობლის, როგორც საკომუნიკაციო პარტნიორის როლი და რა სტარტეგიებს უნდა მიმართონ მათ. მონაწილეებს გადეცათ პრაქტიკული […]
სტუდენტური კონფერენცია ენისა და მეტყველების თერაპიაში
ABC პროექტის ფარგლებში, 2019 წლის 22 ივნისს, ფრონტლაინ საქართველოში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ორგანიზაებით, გაიმართა სტუდენტური კონფერენცია, რომელშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას. კონფერენციაზე სტუდენტებმა წარმოადგინეს მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის, აფაზიისა და ნეიროფსიქოლოგიის მიმართულებით. კონფერენცია აფაზიის ცნობიერების საერთაშორისო […]
ABC პროექტის ფარგლებში ჩატარებული ToT ტრენინგები
პროექტის ფარგლებში ჩატარდა სამი ToT ტრენინგი პორტუგალიაში, ხორვატიასა და ნიდერლანდებში. ტრენინგების ფარგლებში მონაწილე მხარეებს საქართველოდან, ისრაელიდან და ბოსნია ჰერცოგოვინადან ქონდათ საშუალება გაცნობოდნენ ამ ქვეყნების მიღწევებს კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების სფეროში, დასწრებოდნენ სხვადასხვა ტიპის ვორქშოპებს და ენახათ პრაქტიკული მუშაობის მაგალითები. პორტუგალირუი ორგანიზაცია ARCIL-ის მიერ მომზადებული ვიდეოკლიპი ამ ვიზიტებს ასახავს.
საჯარო ლექცია „ვიფიქროთ კომუნიკაციაზე“
2019 წლის 3 მაისს ფრონტლაინ კლუბში გაიმართა საჯარო შეხვედრა „ვიფიქროთ კომუნიკაციაზე“. შეხვედრას უძღვებოდნენ ავეიროს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის სკოლის ლექტორები, ენისა და მეტყველების თერაპევტები ჟოაო კანოსა დიასი და მარია ასუნსაო მატოსი. შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ ABC-Assisting Better Communication პროექტის ცნობიერების ამაღლების კომპონენტის ფარგლებში. შეხვედრას ესწრებოდნენ ილიას სახელმწიფო უნიავერსიტეტის, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის […]
ენობრივი ინტერვენცია სკოლამდელ ასაკში
2019 წლის მაისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამდღიანი ვორქშოპი სკოლამდელი ასაკის ბავშვის ენობრივი ინტერვენცია. ვორქშოპს უძღვებოდა ისრაელის გორდონის კოლეჯის ლექტორი, კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპევტი, ვარდა კრაისერი. ვორქშოპი ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ ABC-Assisting Better Communication პროექტის ფარგლებში. ვორქშოპს ესწრებოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები და ენობრივი განვითარების სფეროში მომუშავე […]
იზაბელ მონტეიროს ლექცია ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში
2019 წლის 18 აპრილს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში სმენის დარღვევის მქონე ბავშვთა მშობლებისთვის და ამ სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის გაიმართა სემინარი „მოუსმინე, იფიქრე და ისწავლე“. ავეიროს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის სკოლის ლექტორმა, მედიცინის დოქტორმა იზაბელ მონტეირო და კოსტამ სემინარის მონაწილეებს ესაუბრა აუდიო ვერბალური თერაპიის 10 ოქროს პრინციპის შესახებ, როგორ ვითარდება და სწავლობს მოსმენას სმენის დარღვევის მქონე ბავშვი და როგორია […]
იზაბელ მონტეიროს საჯარო ლექცია ბათუმის უნივერსიტეტში
2019 წლის 17 აპრილს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია აუდიო ვერბალური თერაპიის შესახებ „მოუსმინე რომ ილაპარაკო“. ლექცია წაიკითხა ავეიროს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის სკოლის ლექტორმა, მედიცინის დოქტორმა იზაბელ მონტეირო და კოსტამ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ ABC-Assisting Better Communication პროექტის ფარგლებში. საჯარო ლექციას ესწრებოდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ფსიქოლოგიის, მედიცინის მიმართულების სტუდენტები, სმენის […]
ენისა და მეტყველების თერაპიის ევროპის დღე
ევროპის ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაცია (CPLOL) ყოველწლიურად 6 მარტს ევროპის ენისა და მეტყველების თერაპიის დღეს აღნიშნავს. 2019 წლის თემად აუტიზმის სპექტრის დარღვევა გამოცხადდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი და“ საქართველოს ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაცია“ წელს პირველად შეუერთდა 6 მარტის აღნიშნვას და წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გამართა საჯარო ლექცია-დისკუსიაზე: „კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპევტის როლი […]
საჯარო ლექცია – მითები და რეალობა ჟესტური ენის შესახებ
2018 წლის 5 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართა საჯარო ლექცია „მითები და რეალობა ჟესტური ენის შესახებ“. ლექცია წაიკითხა ზაგრების უნივერსიტეტის პროფესორმა მარინა მილკოვიჩმა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERSMUS+ ABC – Assisting Better Communication პროექტის ფარგლებში. საჯარო ლექციას ესწრებოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, სმენის დარღვევების თემაზე მომუშავე პროფესიონალები და საზოგადოებრივი […]
საბავშვო წიგნების მნიშვნელობა ენის განვითარებისათვის
2018 წლის 4 ნოემბერს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERSMUS+ ABC – Assisting Better Communication პროექტის ფარგლებში პორტუგალიელმა ენისა და მეტყველების თერაპევტმა ჟოაო კანოსა დიასმა, მწერალმა ალექსი ჩიღვინაძემ და ილუსტრატორმა ანა ჯანელიძემ მსმენელებს გაუზიარეს მოსაზრებები საბავშვო ლიტერატურისა და წიგნიერების სამყაროს შესახებ. ენისა და კომუნიკაციის სამყაროში ჩართულებს ჰქონდათ არაფორმალური საუბარი წიგნებსა და იმაზე, თუ როგორ განვავითაროთ ბავშვები წიგნების […]
შეხვედრა 203-ე საჯარო სკოლის მასწავლებლებთან
2018 წლის 4 დეკემბერს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERSMUS+ ABC – Assisting Better Communication პროექტის ფარგლებში ზაგრების უნივერსიტეტის სმენის დარღვევების მიმართულების პროფესორები – მარინა მილკოვიჩი, ლუბიცა პრიბანიჩი, ივა ჰრასტინსკი –203-ე საჯარო სკოლის მასწავლებლებს შეხვდნენ. სკოლა სმენის დარღვევების მქონე ბავშვებზეა სპეციალიზებული. ზაგრების უნივერსიტეტის პროფესორებმა ქართველ მასწავლებლებს სმენის დაქვეითების მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება გაუზიარეს და ესაუბრნენ […]
ინტერდისციპლინური შეხვედრები ენა-მეტყველების თერაპევტთა პროფესიული ეთიკისა და პროფესიული ასოციაციის საკითხებზე
2019 წლის 26 ნოემბერსა და 17 დეკემბერს ფრონტლაინის კლუბსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ინტერდისციპლინური შეხვედრები, რომელთა მიზანია საქართველოში დაიწყოს მსჯელობა კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის პროფესიის განვითარებისათვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა პროფესიული ეთიკა და პროფესიული რეგულირების საკითხები. შეხვედრას კომუნიკაციის ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები და ლექტორები, ასევე სფეროში მომუშავე პრაქტიკოსები და მოწვეული […]
“The European Commission support for the establishment of the project website does not constitute an endorsement of the contents which reflects the views only of the authors, and the Commission cannot be held responsible for any use which may be made of the information contained therein.”