სიახლე

ენისა და მეტყველების თერაპიის ევროპის დღე

ევროპის ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაცია (CPLOL) ყოველწლიურად 6 მარტს ევროპის ენისა და მეტყველების თერაპიის დღეს აღნიშნავს. 2019 წლის თემად აუტიზმის სპექტრის დარღვევა გამოცხადდა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი და“ საქართველოს ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაცია“ წელს პირველად შეუერთდა 6 მარტის აღნიშნვას და წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გამართა საჯარო ლექცია-დისკუსიაზე:

„კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპევტის როლი აუტიზმის მართვაში“.

გარდა ამისა, შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის“ სამაგისტრო პროგრამის პირველი ნაკადის სტუდენტებმა პროგრამის შედეგები შეაჯამეს.

ღინისძიება გაიმართა ERASMUS + პროექტის ABC – Assisting Better Communication ფარგლებში

    

საჯარო ლექცია – მითები და რეალობა ჟესტური ენის შესახებ

2018 წლის 5 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართა საჯარო ლექცია „მითები და რეალობა ჟესტური ენის შესახებ“. ლექცია წაიკითხა ზაგრების უნივერსიტეტის პროფესორმა მარინა მილკოვიჩმა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERSMUS+ ABC – Assisting Better Communication პროექტის ფარგლებში.

საჯარო ლექციას ესწრებოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, სმენის დარღვევების თემაზე მომუშავე პროფესიონალები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია
ზოგადად ჟესტური ენის შესახებ არსებულ სტერეოტიპებსა და მისი გადალახვის გზებზე.

ფოტოები იხ. ბმულზე.

საბავშვო წიგნების მნიშვნელობა ენის განვითარებისათვის

2018 წლის 4 ნოემბერს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERSMUS+ ABC – Assisting Better Communication პროექტის ფარგლებში პორტუგალიელმა ენისა და მეტყველების თერაპევტმა ჟოაო კანოსა დიასმა, მწერალმა ალექსი ჩიღვინაძემ და ილუსტრატორმა ანა ჯანელიძემ მსმენელებს გაუზიარეს მოსაზრებები საბავშვო ლიტერატურისა და წიგნიერების სამყაროს შესახებ. ენისა და კომუნიკაციის სამყაროში ჩართულებს ჰქონდათ არაფორმალური საუბარი წიგნებსა და იმაზე, თუ როგორ განვავითაროთ ბავშვები წიგნების დახმარებით.
შეხვედრა ფრონტლაინის კლუბში გაიმართა.

შეხვედრა 203-ე საჯარო სკოლის მასწავლებლებთან

 

 

2018 წლის 4 დეკემბერს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERSMUS+ ABC – Assisting Better Communication პროექტის ფარგლებში ზაგრების უნივერსიტეტის სმენის დარღვევების მიმართულების პროფესორები – მარინა მილკოვიჩი, ლუბიცა პრიბანიჩი, ივა ჰრასტინსკი –203-ე საჯარო სკოლის მასწავლებლებს შეხვდნენ. სკოლა სმენის დარღვევების მქონე ბავშვებზეა სპეციალიზებული. ზაგრების უნივერსიტეტის პროფესორებმა ქართველ მასწავლებლებს სმენის დაქვეითების მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება გაუზიარეს და ესაუბრნენ ჟესტურის ენისა და წიგნიერების განვითარების მნიშვნელობაზე.

ინტერდისციპლინური შეხვედრები ენა-მეტყველების თერაპევტთა პროფესიული ეთიკისა და პროფესიული ასოციაციის საკითხებზე

2019 წლის 26 ნოემბერსა და 17 დეკემბერს ფრონტლაინის კლუბსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ინტერდისციპლინური შეხვედრები, რომელთა მიზანია საქართველოში დაიწყოს მსჯელობა კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის პროფესიის განვითარებისათვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა პროფესიული ეთიკა და პროფესიული რეგულირების საკითხები. შეხვედრას კომუნიკაციის ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები და ლექტორები, ასევე სფეროში მომუშავე პრაქტიკოსები და მოწვეული ნეიროფსიქოლოგები და ფსიქო-ლინგვისტები ესწრებოდნენ.

თბილისის ბაგა-ბაღებში ფსიქოლოგების, ლოგოპედებისა და სპეც.პედაგოგების გადამზადება დაიწყო

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ საბავშვო ბაღებში დასაქმებული ფსიქოლოგების, სპეც.პედაგოგებისა და ლოგოპედების გადამზადება დაიწყო. ტრენინგები აპრილიდან ნოემბრამდე გაგრძელდება და მის ფარგლებში, 120 ფსიქოლოგი, 120 ლოგოპედი და 170 სპეც.პედაგოგი, ჯამში 410 თანამშრომელი გადამზადდება.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლამდე თბილისის საბავშვო ბაღების უმეტესობაში ფსიქოლოგისა და ლოგოპედის შტატები არ იყო, სპეც.პედაგოგის შტატი კი საერთოდ არ არსებობდა. აღნიშნული პროექტი ინკლუზიური განათლების ფარგლებში 2016 წლიდან დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ კონკრეტულ პოზიციებზე კონკურსები გამოაცხადა, საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით შეარჩია კადრები და ამჟამად, მიმდინარეობს მათი გადამზადება.

ამასთან, გასულ წელს შეიქმნა სპეციალური გზამკვლევი, რომლითაც თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების ლოგოპედები, ფსიქოლოგები და სპეცპედაგოგები ხელმძღვანელობენ. ამ გზით შესაძლებელი გახდა თბილისის მასშტაბით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ერთიანი სააღმზრდელო სპეციფიკისა და მეთოდიკის დანერგვა.

დასაქმებული სპეც.პედაგოგების, ლოგოპედებისა და ფსიქოლოგების როლის გაძლიერება სააღმზრდელო პროცესში თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2017 წლის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ტრენინგებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ატარებს.

ABC პროექტის პოსტერი ERFCON-ის კონფერენციაზე

2017 წლის ზაფხულში ზაგრების უნივერსიტეტის განათლებისა და რეაბილიტაციის მეცნიერებების ფაკულტეტის მე-9 საერთაშორისო კონფერენციაზე ABC პროექტის წევრებმა პროექტის აქტივობების ამსახველი პოსტერი წარადგინეს.

Croatia_ABC_poster at ERFCON conference_2017

ტრენერების ტრენინგი გრონინგენის უნივერსიტეტში

2017 წლის ივნისში ABC პროექტის ფარგლებში გრონინგენის უნივერსიტეტში გაიმართა ტრენერების ტრენინგი კომუნიკაციისა და კომუნიკაციური დარღვევების მიმართულებით.

ტრენინგს დაესწრნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს პორტიჯის ასოციაციის (საქართველო), ტუზლისა და სარაევოს უნივერსიტეტების (ბოსნია-ჰერცეგოვინა), ჰაიფის უნივერსიტეტისა და ონოსა და გორდონის კოლეჯის (ისრაელი) წარმომადგენლები.

ტრენინგებს უძღვებოდა სპეციალური განათლებისა და ფსიქოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი მარლენ იანსენი, გრონინგენის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სასკია დამენი. ტრენინგის საპატიო მონაწილე იყო ქუინსის კოლეჯის (ნიუ-იორკის უნივერსიტეტი) პროფესორი სიმა გერბერი, აუტიზმის სფეროს ექსპერტი, კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპევტი.

 

ტრენერების ტრენინგი ავეიროს უნივერსიტეტში

2017 წლის სექტემბერში ABC პროექტის ფარგლებში ავეიროს უნივერსიტეტში გაიმართა ტრენერების ტრენინგი მეტყველების, ენის ბორკიძის, ხმისა და სმენის დარღვევების რეაბილიტაციის მიმართულებით.

ტრენინგს ესწრებოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს პორტიჯის ასოციაციის, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საქართველო), ტუზლისა და სარაევოს უნივერსიტეტების (ბოსნია-ჰერცეგოვინა), ჰაიფის უნივერსიტეტისა, ონოსა და გორდონის კოლეჯის (ისრაელი) წარმომადგენლები.

მონაწილეები გაეცნენ პორტუგალიის გამოცდილებას კომუნიკაციის, სმენისა და მეტყველების თერაპიის მიმართულებით, მოინახულეს რამდენიმე ცენტრი და ლაბორატორია.

ჰაიფის უნივერსიტეტის ვორკშოპი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში – კლინიკური სუპერვიზია

2017 წლის სექტემბერში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამდღიანი ვორკშოპი, რომელსაც ჰაიფის უნივერსიტეტის კომუნიკაციური დარღვევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რაჩელ იიფატი და ნაამა შაარი უძღვებოდნენ.

ვორკშოპის მიზანი იყო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომუნიკაციის ენისა და მეტყველების ახალ სამაგისტრო პროგრამას დახმარებოდნენ სუპერვიზიის სისტემის აწყობაში.