სიახლე

ვორქშოპი სმენის დარღვევების საკითხებზე

2019 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამდღიანი ვორქშოპი „სმენის დარღვევები და ინტერვენცია. ვორქშოპს უძღვებოდა ისრაელის ონოს კოლეჯის ლექტორი, კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპევტი, ადი ტვიკი. ვორქშოპი ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ ABC-Assisting Better Communication პროექტის ფარგლებში.

ვორქშოპს ესწრებოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები და ენობრივი განვითარების სფეროში მომუშავე სპეციალისტები

საერთაშორისო კონფერენცია ენისა და მეტყველების თერაპიაში

2019 წლის, 3-4 ოქტომბერს ბათუმში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის საკითხებზე, რომელიც ,,Erasmus +“ ფარგლებში განხორცილებული პროექტის ABC -Assisting Better Communication (,,უკეთესი კომუნიკაციის ხელშეწყობა”) დასკვნითი კონფერენცია იყო. კონფერენციაზე კონსორციუმი წევრი ქვეყნების უნივერსიტეტებმა ჰოლანდიიდან, პორტუგალიიდან და ისრაელიდან წარმოადგინეს მოხსენებები და გამართეს ვორქშოპები ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა: კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობა მრავლობითი დარღვევების მქონე ბავშვები, პროფესიული ეთიკა ენისა და მეტყველების თერაპიაში, ენობრივი განვითერაბა სმენის დარღვევების მქონე ბავშვებში, ოჯახის ჩართვა და ადრეული ინტერვენცია, აფაზია, ხმის დარღვევები, ენის მოქნილობის დარღვევები, კლინიკური სუპერვიზია და ადრეული წიგნიერება. კონფერენციას ესწრებოდნენ ენისა და მეტყველების თერაპევტები ჰოლანდიიდან, ხორვატიიდან, პორტუგალიიდან, ისრაელიდან, ბოსნია-ჰერცოგოვინადან და საქართველოდან.

5-6 ოქტომბერს კი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასპინძლობით, პროექტის კონსორციუმის დასკვნითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ოთხდღიანი კონფერენცია უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა,  პროექტის კოორდინატორმა ნინო ცინცაძემ, დოქტორმა იზაბელ ამარალმა და დოქტორმა მარლენ იანსენმა გახსნეს. პროექტის ,,უკეთესი კომუნიკაციის ხელშეწყობა” მიზანია კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის პროფესიული განვითარების ხარისხიანი კურსებისა და პროგრამების შეთავაზებით ენისა და მეტყველების თერაპიის პროფესიის განვითარება/გაძლიერება.

სტუდენტების მობილობა

ABC პროექტის ფარგლებში, სტუდენტებს ბენეფიციარი ქვეყნებიდან: საქართველო, ისრაელი და ბოსნია- ჰერცეგოვინა ჰქონდათ შესაძლებლობა გაეტარებინათ 2 კვირა პარტნიორი ევროპული ქვეყნების უნივერსიტეტებში.

ვიზიტამდე კონსორციუმის წევრებს შორის შემუშავდა სტუდენტთა შერჩევის სპეციალური კრიტერიუმები. გორდონის აკადემიურმა კოლეჯმა ამაში დიდი წვლილი შეიტანა და გადაწყდა სტუდენტების შერჩევა, მათი აკადემიური მიღწევებისა და ინგლისური ენის ცოდნის დონის შესაბამისად, ასევე სტუდენტებს უნდა აეღოთ ვალდებულება, სრულად მიეღოთ მონაწილეობა სასწავლო სემინარებში და შეესრულებინათ ყველა დავალება და გაეზიარებინათ ინფორმაცია იმის შესახებ, რაც მათ ისწავლეს როდესაც ისინი ტრენინგიდან დაბრუნდებოდნენ. ეს არის ციტატა ჰაიფას უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტის წერილიდან, რომელიც მან გრონინგენის უნივერსიტეტის პროფესორს, სასიკა დამენს მისწერა: ”ჩვენ გვსურს გამოვხატოთ ჩვენი გულწრფელი მადლობა იმის გამო, რაც გრონინგენში ვიზიტის დროს ვისწავლეთ. გმადლობთ ყველას, რომ ეს ვიზიტი დაუვიწყარი გახადეთ – შესანიშნავი ლექციებისა და პრაქტიკული დავალებების, კლინიკური პრაქტიკის გაზიარების, სხვა სტუდენტებთან შეხვედრისა და ულამაზესი ტურების გამო.” ქვემოთ კი შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო, რომელიც მოამზადეს აღმოსავლეთ სარაევოს სტუდენტებმა თავიანთი გამოცდილების შესახებ პორტუგალიის უნივერსიტეტებში ვიზიტისას.

https://www.youtube.com/watch?v=aoRfIw56RKY&t=40s

კომუნიკაცია ადრეულ ასაკში

2019 ივნისში თბილისსა და ბათუმში ჩატარდა სთეფ ფორვარდისა და საქართველოს პორტიჯის ასოციაციის მიერ ორგანიზებული ვორქშოპი:  საკომუნიაცო სირთულეების მქონე ბავშვების მშობლებსთვის. ვორქშოპის მონაწილეებს მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ თანამედროვე მიდგომებს, საკომუნიკაციო დარღვევების მქონე ბავშვებთან მუშაობის შესახებ. როგორ ვითარდება საკომუნიკაციო უნარები სხვადსხვა მდგომერეობის დროს,  როგორია მშობლის, როგორც საკომუნიკაციო პარტნიორის როლი და რა სტარტეგიებს უნდა მიმართონ მათ.  მონაწილეებს გადეცათ პრაქტიკული მასალები, რითაც სახლის პირობებში ბავშვებთან მუშაობას შეძლებენ. ვორქშოპი ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ ABC-Assisting Better Communication პროექტის ფარგლებში.

 

სტუდენტური კონფერენცია ენისა და მეტყველების თერაპიაში

ABC პროექტის ფარგლებში, 2019 წლის 22 ივნისს, ფრონტლაინ საქართველოში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ორგანიზაებით, გაიმართა სტუდენტური კონფერენცია, რომელშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას. კონფერენციაზე სტუდენტებმა წარმოადგინეს მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის, აფაზიისა და ნეიროფსიქოლოგიის მიმართულებით. კონფერენცია აფაზიის ცნობიერების საერთაშორისო კამპანიას ეხმიანებოდა.

ABC პროექტის ფარგლებში ჩატარებული ToT ტრენინგები

პროექტის ფარგლებში ჩატარდა სამი ToT ტრენინგი პორტუგალიაში, ხორვატიასა და ნიდერლანდებში. ტრენინგების ფარგლებში მონაწილე მხარეებს საქართველოდან, ისრაელიდან და ბოსნია ჰერცოგოვინადან ქონდათ საშუალება გაცნობოდნენ ამ ქვეყნების მიღწევებს კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების სფეროში, დასწრებოდნენ სხვადასხვა ტიპის ვორქშოპებს და ენახათ პრაქტიკული მუშაობის მაგალითები. პორტუგალირუი ორგანიზაცია ARCIL-ის მიერ მომზადებული ვიდეოკლიპი ამ ვიზიტებს ასახავს.

საჯარო ლექცია „ვიფიქროთ კომუნიკაციაზე“

2019 წლის 3 მაისს ფრონტლაინ კლუბში გაიმართა საჯარო შეხვედრა „ვიფიქროთ კომუნიკაციაზე“. შეხვედრას უძღვებოდნენ ავეიროს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის სკოლის ლექტორები, ენისა და მეტყველების თერაპევტები ჟოაო კანოსა დიასი და მარია ასუნსაო მატოსი. შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ ABC-Assisting Better Communication პროექტის ცნობიერების ამაღლების კომპონენტის ფარგლებში. 

შეხვედრას ესწრებოდნენ ილიას სახელმწიფო უნიავერსიტეტის, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტები და ლექტორები, ასევე კომუნიკაციის თერაპიის სფეროში მომუშავე პროფესიონალები.

ენობრივი ინტერვენცია სკოლამდელ ასაკში

2019 წლის მაისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამდღიანი ვორქშოპი სკოლამდელი ასაკის ბავშვის ენობრივი ინტერვენცია. ვორქშოპს უძღვებოდა ისრაელის გორდონის კოლეჯის ლექტორი, კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპევტი, ვარდა კრაისერი. ვორქშოპი ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ ABC-Assisting Better Communication პროექტის ფარგლებში. 

ვორქშოპს ესწრებოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები და ენობრივი განვითარების სფეროში მომუშავე სპეციალისტები.

იზაბელ მონტეიროს ლექცია ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში

2019 წლის 18 აპრილს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში სმენის დარღვევის მქონე ბავშვთა მშობლებისთვის და ამ სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის გაიმართა სემინარი „მოუსმინე, იფიქრე და ისწავლე“. ავეიროს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის სკოლის ლექტორმა, მედიცინის დოქტორმა იზაბელ მონტეირო და კოსტამ სემინარის მონაწილეებს ესაუბრა აუდიო ვერბალური თერაპიის 10 ოქროს პრინციპის შესახებ, როგორ ვითარდება და სწავლობს მოსმენას სმენის დარღვევის მქონე ბავშვი და როგორია მშობლის როლი სწავლების პროცესში. 

სემინარის შემდეგ გაიმართა დისკუსია.

სემინარი ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ ABC-Assisting Better Communication პროექტის ფარგლებში. მეტი იხ. ბმულზე: https://batumelebi.netgazeti.ge/news/196821/

იზაბელ მონტეიროს საჯარო ლექცია ბათუმის უნივერსიტეტში

2019 წლის 17 აპრილს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია აუდიო ვერბალური თერაპიის შესახებ „მოუსმინე რომ ილაპარაკო“. ლექცია წაიკითხა ავეიროს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის სკოლის ლექტორმა, მედიცინის დოქტორმა იზაბელ მონტეირო და კოსტამ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ ABC-Assisting Better Communication პროექტის ფარგლებში. 

საჯარო ლექციას ესწრებოდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ფსიქოლოგიის, მედიცინის მიმართულების სტუდენტები, სმენის დარღვევების თემაზე მომუშავე პროფესიონალები.