ABC პროექტის პოსტერი ERFCON-ის კონფერენციაზე

2017 წლის ზაფხულში ზაგრების უნივერსიტეტის განათლებისა და რეაბილიტაციის მეცნიერებების ფაკულტეტის მე-9 საერთაშორისო კონფერენციაზე ABC პროექტის წევრებმა პროექტის აქტივობების ამსახველი პოსტერი წარადგინეს.


2017 წლის ზაფხულში ზაგრების უნივერსიტეტის განათლებისა და რეაბილიტაციის მეცნიერებების ფაკულტეტის მე-9 საერთაშორისო კონფერენციაზე ABC პროექტის წევრებმა პროექტის აქტივობების ამსახველი პოსტერი წარადგინეს.

2017 წლის ივნისში ABC პროექტის ფარგლებში გრონინგენის უნივერსიტეტში გაიმართა ტრენერების ტრენინგი კომუნიკაციისა და კომუნიკაციური დარღვევების მიმართულებით.
ტრენინგს დაესწრნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს პორტიჯის ასოციაციის (საქართველო), ტუზლისა და სარაევოს უნივერსიტეტების (ბოსნია-ჰერცეგოვინა), ჰაიფის უნივერსიტეტისა და ონოსა და გორდონის კოლეჯის (ისრაელი) წარმომადგენლები.
ტრენინგებს უძღვებოდა სპეციალური განათლებისა და ფსიქოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი მარლენ იანსენი, გრონინგენის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სასკია დამენი. ტრენინგის საპატიო მონაწილე იყო ქუინსის კოლეჯის (ნიუ-იორკის უნივერსიტეტი) პროფესორი სიმა გერბერი, აუტიზმის სფეროს ექსპერტი, კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპევტი.

2017 წლის სექტემბერში ABC პროექტის ფარგლებში ავეიროს უნივერსიტეტში გაიმართა ტრენერების ტრენინგი მეტყველების, ენის ბორკიძის, ხმისა და სმენის დარღვევების რეაბილიტაციის მიმართულებით.
ტრენინგს ესწრებოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს პორტიჯის ასოციაციის, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საქართველო), ტუზლისა და სარაევოს უნივერსიტეტების (ბოსნია-ჰერცეგოვინა), ჰაიფის უნივერსიტეტისა, ონოსა და გორდონის კოლეჯის (ისრაელი) წარმომადგენლები.
მონაწილეები გაეცნენ პორტუგალიის გამოცდილებას კომუნიკაციის, სმენისა და მეტყველების თერაპიის მიმართულებით, მოინახულეს რამდენიმე ცენტრი და ლაბორატორია.

2017 წლის სექტემბერში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამდღიანი ვორკშოპი, რომელსაც ჰაიფის უნივერსიტეტის კომუნიკაციური დარღვევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რაჩელ იიფატი და ნაამა შაარი უძღვებოდნენ.
ვორკშოპის მიზანი იყო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომუნიკაციის ენისა და მეტყველების ახალ სამაგისტრო პროგრამას დახმარებოდნენ სუპერვიზიის სისტემის აწყობაში.

2017 წლის 11 სექტემბერს ტუზლის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ერაზმუს + ABC პროექტის ფარგლებში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „ენისა და მეტყველების დარღვევების პრევენცია“.

2017 წლის 14 სექტემბერს Erasmus + პროექტის „Assisting Better Communication“ ფარგლებში აღმოსავლეთ სარაევოს უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგი თემაზე „შეფასება და ჩარევა აუტიზმის მქონე ბავშვებთან მუშაობის გასაუმჯობესებლად“. ტრენინგი ჩატარდა ამ სფეროში მომუშავე ექიმების, ენისა და მეტყველების თერაპევტების, ფსიქოლოგებისა და პედაგოგებისათვის.
