ენისა და მეტყველების თერაპიის ევროპის დღე

ევროპის ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაცია (CPLOL) ყოველწლიურად 6 მარტს ევროპის ენისა და მეტყველების თერაპიის დღეს აღნიშნავს. 2019 წლის თემად აუტიზმის სპექტრის დარღვევა გამოცხადდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი და“ საქართველოს ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაცია“ წელს პირველად შეუერთდა 6 მარტის აღნიშნვას და წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გამართა საჯარო ლექცია-დისკუსიაზე:
„კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპევტის როლი აუტიზმის მართვაში“.
გარდა ამისა, შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის“ სამაგისტრო პროგრამის პირველი ნაკადის სტუდენტებმა პროგრამის შედეგები შეაჯამეს.
ღინისძიება გაიმართა ERASMUS + პროექტის ABC – Assisting Better Communication ფარგლებში














2017 წლის ივნისში ABC პროექტის ფარგლებში გრონინგენის უნივერსიტეტში გაიმართა ტრენერების ტრენინგი კომუნიკაციისა და კომუნიკაციური დარღვევების მიმართულებით.



2017 წლის სექტემბერში ABC პროექტის ფარგლებში ავეიროს უნივერსიტეტში გაიმართა ტრენერების ტრენინგი მეტყველების, ენის ბორკიძის, ხმისა და სმენის დარღვევების რეაბილიტაციის მიმართულებით.
2017 წლის სექტემბერში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამდღიანი ვორკშოპი, რომელსაც ჰაიფის უნივერსიტეტის კომუნიკაციური დარღვევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რაჩელ იიფატი და ნაამა შაარი უძღვებოდნენ.