
თბილისის ბაგა-ბაღებში ფსიქოლოგების, ლოგოპედებისა და სპეც.პედაგოგების გადამზადება დაიწყო
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ საბავშვო ბაღებში დასაქმებული ფსიქოლოგების, სპეც.პედაგოგებისა და ლოგოპედების გადამზადება დაიწყო. ტრენინგები აპრილიდან ნოემბრამდე გაგრძელდება და მის ფარგლებში, 120 ფსიქოლოგი, 120 ლოგოპედი და 170 სპეც.პედაგოგი, ჯამში 410 თანამშრომელი გადამზადდება. აღსანიშნავია, რომ 2016 წლამდე თბილისის საბავშვო ბაღების უმეტესობაში ფსიქოლოგისა და ლოგოპედის შტატები არ იყო, სპეც.პედაგოგის შტატი კი საერთოდ არ არსებობდა. აღნიშნული პროექტი ინკლუზიური განათლების […]

ABC პროექტის პოსტერი ERFCON-ის კონფერენციაზე
2017 წლის ზაფხულში ზაგრების უნივერსიტეტის განათლებისა და რეაბილიტაციის მეცნიერებების ფაკულტეტის მე-9 საერთაშორისო კონფერენციაზე ABC პროექტის წევრებმა პროექტის აქტივობების ამსახველი პოსტერი წარადგინეს. Croatia_ABC_poster at ERFCON conference_2017

ტრენერების ტრენინგი გრონინგენის უნივერსიტეტში
2017 წლის ივნისში ABC პროექტის ფარგლებში გრონინგენის უნივერსიტეტში გაიმართა ტრენერების ტრენინგი კომუნიკაციისა და კომუნიკაციური დარღვევების მიმართულებით. ტრენინგს დაესწრნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს პორტიჯის ასოციაციის (საქართველო), ტუზლისა და სარაევოს უნივერსიტეტების (ბოსნია-ჰერცეგოვინა), ჰაიფის უნივერსიტეტისა და ონოსა და გორდონის კოლეჯის (ისრაელი) წარმომადგენლები. ტრენინგებს უძღვებოდა სპეციალური განათლებისა და ფსიქოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი მარლენ იანსენი, გრონინგენის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სასკია […]

ტრენერების ტრენინგი ავეიროს უნივერსიტეტში
2017 წლის სექტემბერში ABC პროექტის ფარგლებში ავეიროს უნივერსიტეტში გაიმართა ტრენერების ტრენინგი მეტყველების, ენის ბორკიძის, ხმისა და სმენის დარღვევების რეაბილიტაციის მიმართულებით. ტრენინგს ესწრებოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს პორტიჯის ასოციაციის, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საქართველო), ტუზლისა და სარაევოს უნივერსიტეტების (ბოსნია-ჰერცეგოვინა), ჰაიფის უნივერსიტეტისა, ონოსა და გორდონის კოლეჯის (ისრაელი) წარმომადგენლები. მონაწილეები გაეცნენ პორტუგალიის გამოცდილებას კომუნიკაციის, სმენისა და მეტყველების თერაპიის მიმართულებით, […]

ჰაიფის უნივერსიტეტის ვორკშოპი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში – კლინიკური სუპერვიზია
2017 წლის სექტემბერში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამდღიანი ვორკშოპი, რომელსაც ჰაიფის უნივერსიტეტის კომუნიკაციური დარღვევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რაჩელ იიფატი და ნაამა შაარი უძღვებოდნენ. ვორკშოპის მიზანი იყო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომუნიკაციის ენისა და მეტყველების ახალ სამაგისტრო პროგრამას დახმარებოდნენ სუპერვიზიის სისტემის აწყობაში.

საჯარო ლექცია ტუზლის უნივერსიტეტში
2017 წლის 11 სექტემბერს ტუზლის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ერაზმუს + ABC პროექტის ფარგლებში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „ენისა და მეტყველების დარღვევების პრევენცია“.

აღმოსავლეთ სარაევოს უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ენისა და მეტყველების პათოლოგიის დეპარტამენტი
2017 წლის 14 სექტემბერს Erasmus + პროექტის „Assisting Better Communication“ ფარგლებში აღმოსავლეთ სარაევოს უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგი თემაზე „შეფასება და ჩარევა აუტიზმის მქონე ბავშვებთან მუშაობის გასაუმჯობესებლად“. ტრენინგი ჩატარდა ამ სფეროში მომუშავე ექიმების, ენისა და მეტყველების თერაპევტების, ფსიქოლოგებისა და პედაგოგებისათვის.

კონსორციუმის პირველი შეხვედრა პორტოში
ABC პროექტის ფარგლებში კონსორციუმის პირველი შეხვედრა 2017 წლის 13-16 თებერვალს პორტოს უნივერსიტეტში გაიმართა. პირველ შეხვედრას კონსორციუმის ყველა წევრი ესწრებოდა. შეხვედრის მონაწილეებმა წარმოადგინეს ინფორმაცია თავიანთი ორგანიზაციების შესახებ და ისაუბრეს მათ როლზე პროექტში. შეხვედრის მიმდინარეობისას განისაზღვრა პროექტის თემატური ჯგუფების მონაწილეები და დაიგეგმა ახალი აქტივობები, შეთანხმდა უახლოეს საერთო შეხვედრათა თარიღები. პორტოშივე ჩატარდა კონსორციუმი წევრთა მეორე შეხვედრა, რომელიც პროექტის […]

ABC პროექტის ადგილობრივი ჯგუფის შეხვედრა ბათუმის უნივერსიტეტში
2017 წლის იანვარში ABC პროექტის ადგილობრივი ჯგუფის წევრები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ჯიპადან, Step Forward-იდან და საქართველოს პორტიჯის ასოციაციიდან ერთმანეთს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში შეხვდნენ. მათ იქაურ კოლეგებთან ერთად განიხილეს პროექტის ამოცანები და ერთი წლის სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ.

ინტერდისციპლინური შეხვედრები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ABC პროექტის დაწყების შემდეგ რამდენიმე ინტერდისციპლინური შეხვედრა ჩატარდა, რომლებსაც განვითარების ფსიქოლოგები, ლინგვისტები და კომპიუტერული ლინგვისტიკის წარმომადგენლები დაესწრნენ. ამ შეხვედრების შედეგად დაიგეგმა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავს ქართულენოვანი ბავშვის ენის ათვისების თავისებურებების დადგენას.

ისრაელის გუნდის შეხვედრები
ჰაიფას უნივერსიტეტის, ონოსა და გორდონის აკადემიური კოლეჯების ABC პროექტის გუნდის წევრები რეგულარულად ხვდებიან ერთმანეთს პირისპირ ან საუბრობენ სკაიპის საშუალებით პროექტის ხარისხის კონტროლის მექანიზმების ინსტრუმენტის შემუშავების საკითხებზე. ეს ინსტრუმენტი შემუშავებულია და გაგზავნილია პროექტის კოორდინატორთან. ისრაელის გუნდის ბოლო შეხვედრა ონოს აკადემიურ კოლეჯში გაიმართა. შეხვედრის თემა იყო 2018 წლის თებერვალში ვორკშოპის ორგანიზება, რომელსაც კონსორციუმის ყველა წევრი დაესწრება.

ტრენერების ტრენინგი ზაგრების უნივერსიტეტში
2017 წლის მარტში ABC პროექტის ფარგლებში ზაგრების უნივერსიტეტში გაიმართა ტრენერების ტრენინგი სმენის დარღვევების რეაბილიტაციის მიმართულებით. ტრენინგს ესწრებოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, Step Forward-ის (საქართველო), ტუზლისა და სარაევოს უნივერსიტეტების (ბოსნია-ჰერცეგოვინა), ჰაიფის უნივერსიტეტისა, ონოსა და გორდონის კოლეჯის (ისრაელი) წარმომადგენლები. მონაწილეები გაეცნენ ზაგრების უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს სმენის დარღვევების მიმართულებით, მოინახულეს რამდენიმე ცენტრი და ლაბორატორია.
“The European Commission support for the establishment of the project website does not constitute an endorsement of the contents which reflects the views only of the authors, and the Commission cannot be held responsible for any use which may be made of the information contained therein.”