საერთაშორისო კონფერენცია ენისა და მეტყველების თერაპიაში

2019 წლის, 3-4 ოქტომბერს ბათუმში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის საკითხებზე, რომელიც ,,Erasmus +“ ფარგლებში განხორცილებული პროექტის ABC -Assisting Better Communication (,,უკეთესი კომუნიკაციის ხელშეწყობა”) დასკვნითი კონფერენცია იყო. კონფერენციაზე კონსორციუმი წევრი ქვეყნების უნივერსიტეტებმა ჰოლანდიიდან, პორტუგალიიდან და ისრაელიდან წარმოადგინეს მოხსენებები და გამართეს ვორქშოპები ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა: კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობა მრავლობითი დარღვევების მქონე ბავშვები, პროფესიული ეთიკა ენისა და მეტყველების თერაპიაში, ენობრივი განვითერაბა სმენის დარღვევების მქონე ბავშვებში, ოჯახის ჩართვა და ადრეული ინტერვენცია, აფაზია, ხმის დარღვევები, ენის მოქნილობის დარღვევები, კლინიკური სუპერვიზია და ადრეული წიგნიერება. კონფერენციას ესწრებოდნენ ენისა და მეტყველების თერაპევტები ჰოლანდიიდან, ხორვატიიდან, პორტუგალიიდან, ისრაელიდან, ბოსნია-ჰერცოგოვინადან და საქართველოდან.

5-6 ოქტომბერს კი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასპინძლობით, პროექტის კონსორციუმის დასკვნითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ოთხდღიანი კონფერენცია უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა,  პროექტის კოორდინატორმა ნინო ცინცაძემ, დოქტორმა იზაბელ ამარალმა და დოქტორმა მარლენ იანსენმა გახსნეს. პროექტის ,,უკეთესი კომუნიკაციის ხელშეწყობა” მიზანია კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის პროფესიული განვითარების ხარისხიანი კურსებისა და პროგრამების შეთავაზებით ენისა და მეტყველების თერაპიის პროფესიის განვითარება/გაძლიერება.