საქართველოს ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაცია
საქართველოს ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაცია (სემთა) შეიქმნა 2017 წელს ERASMUS + პროექტის ” ABC – უკეთესი კომუნიკა- ციისთვის” (“ABC – Assisting Better Communication”) ფარგლებში
ასოციაციის მიზნებია:
საქართველოში მომუშავებ ენისა და მეტყველების თერაპევტების გაერთიანება; ხელი შეუწყოს და აწარმოოს კვლევები ენისა და მეტყველების დარღვევების გამომწვევ მდგომარეობათა აქტუალურ საკითხებზე და გამოაქვეყნოს ამ კვლევათა შედეგები; ჩაატაროს რეგულარული შეხვედრები, სიმპოზიუმები, კონფერენციები და ტრენინგები, ასევე გამოაქვეყნოს სახელმძღვანელოები, გაიდლაინები და რეკომენდაციები ენისა და მეტყველების დარღვევების გამომწვევ მდგომარეობათა სხვადასხვა საკითხების შესახებ.
ცოდნისა და ინფორმირების ამაღლების მიზნით;
ხელი შეუწყოს ბავშვთა, მოზარდთა და ზრდასრულთა ენისა და მეტყველების დარღვევების დიაგნოსტიკისა და მართვის ეთიკური და სამეცნიერო მაღალი სტანდარტების დანერგვას; წაახალისოს სპეციალისტების მუშაობა ენისა და მეტყველების დარღვევების სფეროში; ენისა და მეტყველების სპეციალისტთა და თერაპევტთა მომზადება, მათი კვალიფიკა-
ციის ამაღლება და პროფესიული განვითარება; ენისა და მეტყველების თერაპიის განვითარება და მასში ახალი მეთოდების დანერგვა;მოქალაქეთა ინფორმირება ენისა და მეტყველების განვითარების აუცილებლობაზე,
ასევე მოსახლეობაზე სხვადასხვა კონსულტაციის გაწევა;
ენისა და მეტყველების განვითარების შესაფასებელი ქართული ინტრუმენტების შექმნა და მათი საქართველოს რეგიონებში გავრცელება; კონტაქტის დამყარება ენისა და მეტყველების თერაპევტთა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათთან სამომავლო თანაბარუფლებიანი პარტნიორობა ან წევრობა; ენისა და მეტყველების დარღვევების მქონე პირებისთვის კონსულტაციის გაწევა და სხვა სოციალურ გარემოში ადაპტირების მიზნით რეკომენდაციების გაწევა; თანამშრომლობა და მჭიდრო ურთიერთობა სხვადასხვა სამედიცინო-სარეაბილიტაციო და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სპეციალურ სკოლებთან, ბაგა-ბაღებთან და ორგანიზაციებთან; საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ენისა და მეტყველების სწორ განვითარების მნიშვნელობაზე; ენისა და მეტყველების თერაპიის სასწავლო კურსის სტუდენტებისა და სპეციალისტების დასაქმებაში ხელშეწყობა. ამჟამად, ასოციაციაში გაწევრიანებულია კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო კურსის რვა კურსდამთავრებული, ამავე კურსის ხელმძღვანელები და ლექტორები.
საკონტაქტო ინფორმაცია:
WEB: www.gslta.net
Email: geoslta2@gmail.com
Facebook: საქართველოს ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაცია – სემთა – GSLTA
საქართველოს ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაცია (სემთა)