Abesalom Prangishvili

საჯარო ლექცია „ვიფიქროთ კომუნიკაციაზე“

2019 წლის 3 მაისს ფრონტლაინ კლუბში გაიმართა საჯარო შეხვედრა „ვიფიქროთ კომუნიკაციაზე“. შეხვედრას უძღვებოდნენ ავეიროს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის სკოლის ლექტორები, ენისა და მეტყველების თერაპევტები ჟოაო კანოსა დიასი და მარია ასუნსაო მატოსი. შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ ABC-Assisting Better Communication პროექტის ცნობიერების ამაღლების კომპონენტის ფარგლებში. 

შეხვედრას ესწრებოდნენ ილიას სახელმწიფო უნიავერსიტეტის, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტები და ლექტორები, ასევე კომუნიკაციის თერაპიის სფეროში მომუშავე პროფესიონალები.

ენობრივი ინტერვენცია სკოლამდელ ასაკში

2019 წლის მაისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამდღიანი ვორქშოპი სკოლამდელი ასაკის ბავშვის ენობრივი ინტერვენცია. ვორქშოპს უძღვებოდა ისრაელის გორდონის კოლეჯის ლექტორი, კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპევტი, ვარდა კრაისერი. ვორქშოპი ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ ABC-Assisting Better Communication პროექტის ფარგლებში. 

ვორქშოპს ესწრებოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები და ენობრივი განვითარების სფეროში მომუშავე სპეციალისტები.

იზაბელ მონტეიროს ლექცია ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში

2019 წლის 18 აპრილს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში სმენის დარღვევის მქონე ბავშვთა მშობლებისთვის და ამ სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის გაიმართა სემინარი „მოუსმინე, იფიქრე და ისწავლე“. ავეიროს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის სკოლის ლექტორმა, მედიცინის დოქტორმა იზაბელ მონტეირო და კოსტამ სემინარის მონაწილეებს ესაუბრა აუდიო ვერბალური თერაპიის 10 ოქროს პრინციპის შესახებ, როგორ ვითარდება და სწავლობს მოსმენას სმენის დარღვევის მქონე ბავშვი და როგორია მშობლის როლი სწავლების პროცესში. 

სემინარის შემდეგ გაიმართა დისკუსია.

სემინარი ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ ABC-Assisting Better Communication პროექტის ფარგლებში. მეტი იხ. ბმულზე: https://batumelebi.netgazeti.ge/news/196821/

იზაბელ მონტეიროს საჯარო ლექცია ბათუმის უნივერსიტეტში

2019 წლის 17 აპრილს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია აუდიო ვერბალური თერაპიის შესახებ „მოუსმინე რომ ილაპარაკო“. ლექცია წაიკითხა ავეიროს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის სკოლის ლექტორმა, მედიცინის დოქტორმა იზაბელ მონტეირო და კოსტამ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ ABC-Assisting Better Communication პროექტის ფარგლებში. 

საჯარო ლექციას ესწრებოდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ფსიქოლოგიის, მედიცინის მიმართულების სტუდენტები, სმენის დარღვევების თემაზე მომუშავე პროფესიონალები.

კონსორციუმის პირველი შეხვედრა პორტოში

ABC პროექტის ფარგლებში კონსორციუმის პირველი შეხვედრა 2017 წლის 13-16 თებერვალს პორტოს უნივერსიტეტში გაიმართა.

პირველ შეხვედრას კონსორციუმის ყველა წევრი ესწრებოდა. შეხვედრის მონაწილეებმა   წარმოადგინეს ინფორმაცია თავიანთი ორგანიზაციების შესახებ და ისაუბრეს მათ როლზე პროექტში. შეხვედრის მიმდინარეობისას განისაზღვრა პროექტის თემატური ჯგუფების მონაწილეები და დაიგეგმა ახალი აქტივობები, შეთანხმდა უახლოეს საერთო შეხვედრათა   თარიღები.

პორტოშივე ჩატარდა კონსორციუმი წევრთა მეორე შეხვედრა, რომელიც პროექტის ეფექტური მართვის ინტრუმენტების შემუშავების შესახებ მსჯელობას დაეთმო. გორდონისა და ონოს კოლეჯის წარმომადგენლებმა მოამზადეს სპეციალური პრეზენტაციები, რომლის დროსაც კონსორციუმის წევრები პროექტის შეფასების კითხვარს გაეცნენ. ილიას უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს მუდლისა და ასანის პლატფორმები.

კონსორციუმის პირველი შეხვედრა პორტოში

ABC პროექტის ფარგლებში კონსორციუმის პირველი შეხვედრა 2017 წლის 13-16 თებერვალს პორტოს უნივერსიტეტში გაიმართა.

პირველ შეხვედრას კონსორციუმის ყველა წევრი ესწრებოდა. შეხვედრის მონაწილეებმა   წარმოადგინეს ინფორმაცია თავიანთი ორგანიზაციების შესახებ და ისაუბრეს მათ როლზე პროექტში. შეხვედრის მიმდინარეობისას განისაზღვრა პროექტის თემატური ჯგუფების მონაწილეები და დაიგეგმა ახალი აქტივობები, შეთანხმდა უახლოეს საერთო შეხვედრათა   თარიღები.

პორტოშივე ჩატარდა კონსორციუმი წევრთა მეორე შეხვედრა, რომელიც პროექტის ეფექტური მართვის ინტრუმენტების შემუშავების შესახებ მსჯელობას დაეთმო. გორდონისა და ონოს კოლეჯის წარმომადგენლებმა მოამზადეს სპეციალური პრეზენტაციები, რომლის დროსაც კონსორციუმის წევრები პროექტის შეფასების კითხვარს გაეცნენ. ილიას უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს მუდლისა და ასანის პლატფორმები.

ABC პროექტის ადგილობრივი ჯგუფის შეხვედრა ბათუმის უნივერსიტეტში

2017 წლის იანვარში ABC პროექტის ადგილობრივი ჯგუფის წევრები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ჯიპადან, Step Forward-იდან და საქართველოს პორტიჯის ასოციაციიდან ერთმანეთს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში შეხვდნენ. მათ იქაურ კოლეგებთან ერთად განიხილეს პროექტის ამოცანები და ერთი წლის სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ.

 

ინტერდისციპლინური შეხვედრები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ABC პროექტის დაწყების შემდეგ რამდენიმე ინტერდისციპლინური შეხვედრა ჩატარდა, რომლებსაც განვითარების ფსიქოლოგები, ლინგვისტები და კომპიუტერული ლინგვისტიკის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ამ შეხვედრების შედეგად დაიგეგმა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავს ქართულენოვანი ბავშვის ენის ათვისების თავისებურებების დადგენას.

 

 

 

 

ისრაელის გუნდის შეხვედრები

ჰაიფას უნივერსიტეტის, ონოსა და გორდონის აკადემიური კოლეჯების ABC პროექტის გუნდის წევრები რეგულარულად ხვდებიან ერთმანეთს პირისპირ ან  საუბრობენ  სკაიპის საშუალებით პროექტის ხარისხის კონტროლის მექანიზმების ინსტრუმენტის შემუშავების საკითხებზე. ეს ინსტრუმენტი შემუშავებულია და გაგზავნილია პროექტის კოორდინატორთან. ისრაელის გუნდის ბოლო შეხვედრა ონოს აკადემიურ კოლეჯში გაიმართა. შეხვედრის თემა იყო 2018 წლის თებერვალში ვორკშოპის ორგანიზება, რომელსაც კონსორციუმის ყველა წევრი დაესწრება.

ტრენერების ტრენინგი ზაგრების უნივერსიტეტში

2017 წლის მარტში ABC პროექტის ფარგლებში ზაგრების უნივერსიტეტში გაიმართა ტრენერების ტრენინგი სმენის დარღვევების რეაბილიტაციის მიმართულებით.

ტრენინგს ესწრებოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, Step Forward-ის (საქართველო), ტუზლისა და სარაევოს უნივერსიტეტების (ბოსნია-ჰერცეგოვინა), ჰაიფის უნივერსიტეტისა, ონოსა და გორდონის კოლეჯის (ისრაელი) წარმომადგენლები.

მონაწილეები გაეცნენ ზაგრების უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს სმენის დარღვევების მიმართულებით, მოინახულეს რამდენიმე ცენტრი და ლაბორატორია.