პროექტის შედეგები

პროექტის ფარგლებში მომზადდა ცხრა წიგნი

  1. ფონემატური ცნობიერება ბავშვებში
  2. ყლაპვა და კვება ჩვილებსა და ბავშვებში
  3. ეფექტური კომუნიკაციის მასტიმულირებელი გარემო ადრეული ასაკის საგანმანათლებლო დაწესებულებებში
  4. ენის ბორძიკი — საფუძვლები
  5. კომპლექსური საკომუნიკაციო საჭიროებების მქონე ზრდასრულებისა და ბავშვების დახმარება
  6. ხმა და ხმის დარღვევები
  7. სტატიების კრებული – ენობრივი განვითარება, სხვადასხვა თერაპიული მიდგომები და შეფასების ფორმები
  8. სმენის ფუნქციონირება და დარღვევების იდენტიფიკაცია და შეფასება ბავშვებში
  9. სმენის დარღვევის მქონე ბავშვის კომუნიკაციის, მეტყველებისა და სწავლის ხელშეწყობა

კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების განვითარების შესაფასებელი ფორმები

პროექტის ფარგლებში ითარგმნა კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების განვითარების შესაფასაებელი ინსტრუმენტი.  ნაკრები მოიცავს შემდეგ ინსტრუმენტებს:

კომუნიკაცია:

  • საკომუნიკაციო მატრიცა
  • Van daijk

ენა:

  • ენობრივი განვითარების 10 სხვადასხვა ფორმა

Assessment in speech-langauge pathology A resource manual 5th edition Kenneth G.Shipley, Julie G.McAfee

მეტყველება:

  • Stimulability
  • Inteligibility (ICS)

ძუძუთი კვებია- კვებითი დარღვევები

ძუძუთი კვების ბროშურა – მოკლე ინფორმაცია დედებისთვის ძუძუთი კვების ტექნიკებზე.

კვებითი დარღვევების პოსტერი – კვებითი დარღვევების განმარტება და მისი სხვადასხვა ტიპი.

ქართულენოვანი ფონოლოგიური ცნობიერების სკრინინგ ინსტრუმენტი

მოზანი:

  • მეტყველების სავარაუდო დარღვევის იდენტიფიკაცია. კერძოდ, ტესტით შესაძლებელია ბავშვისთვის გამოთქმის თვალსაზრისით რთული თანხმოვნების და მათი სიტყვაში პოზიციის გამოვლენა.
  • დიაგნოზის დასმის მიზნით დამატებითი, სიღრმისეული კვლევის საჭიროების განსაზღვრა.

ნაკრები მოიცავს:

  • 52 სურათების ბარათი
  • პასუხების ფურცელი
  • გზამკვლევი

მომხმარებლის კვალიფიკაცია:

ენისა და მეტყველების თერაპევტი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი

 

სამაგიდო თამაშები

პროექტის ფარგლებში შეიქმნა ორი საბავშვო სამაგიდო თამაში:

ბილიკი – ნაკრებში შედის  სათამაშო დაფა, ორი ფიგურა და კამათელი

სიტყვები ბადეში – ნაკრებში შედის დაფა და შესაბამისი სურათები

საქართველოს ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაცია

საქართველოს ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაცია (სემთა) შეიქმნა 2017 წელს ERASMUS + პროექტის ” ABC – უკეთესი კომუნიკა- ციისთვის” (“ABC – Assisting Better Communication”) ფარგლებში

ასოციაციის მიზნებია:

საქართველოში მომუშავებ ენისა და მეტყველების თერაპევტების გაერთიანება; ხელი შეუწყოს და აწარმოოს კვლევები ენისა და მეტყველების დარღვევების გამომწვევ მდგომარეობათა აქტუალურ საკითხებზე და გამოაქვეყნოს ამ კვლევათა შედეგები; ჩაატაროს რეგულარული შეხვედრები, სიმპოზიუმები, კონფერენციები და ტრენინგები, ასევე გამოაქვეყნოს სახელმძღვანელოები, გაიდლაინები და რეკომენდაციები ენისა და მეტყველების დარღვევების გამომწვევ მდგომარეობათა სხვადასხვა საკითხების შესახებ.

ცოდნისა და ინფორმირების ამაღლების მიზნით;

ხელი შეუწყოს ბავშვთა, მოზარდთა და ზრდასრულთა ენისა და მეტყველების დარღვევების დიაგნოსტიკისა და მართვის ეთიკური და სამეცნიერო მაღალი სტანდარტების დანერგვას; წაახალისოს სპეციალისტების მუშაობა ენისა და მეტყველების დარღვევების სფეროში; ენისა და მეტყველების სპეციალისტთა და თერაპევტთა მომზადება, მათი კვალიფიკა-

ციის ამაღლება და პროფესიული განვითარება; ენისა და მეტყველების თერაპიის განვითარება და მასში ახალი მეთოდების დანერგვა;მოქალაქეთა ინფორმირება ენისა და მეტყველების განვითარების აუცილებლობაზე,

ასევე მოსახლეობაზე სხვადასხვა კონსულტაციის გაწევა;

ენისა და მეტყველების განვითარების შესაფასებელი ქართული ინტრუმენტების შექმნა და მათი საქართველოს რეგიონებში გავრცელება; კონტაქტის დამყარება ენისა და მეტყველების თერაპევტთა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათთან სამომავლო თანაბარუფლებიანი პარტნიორობა ან წევრობა; ენისა და მეტყველების დარღვევების მქონე პირებისთვის კონსულტაციის გაწევა და სხვა სოციალურ გარემოში ადაპტირების მიზნით რეკომენდაციების გაწევა; თანამშრომლობა და მჭიდრო ურთიერთობა სხვადასხვა სამედიცინო-სარეაბილიტაციო და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სპეციალურ სკოლებთან, ბაგა-ბაღებთან და ორგანიზაციებთან; საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ენისა და მეტყველების სწორ განვითარების მნიშვნელობაზე; ენისა და მეტყველების თერაპიის სასწავლო კურსის სტუდენტებისა და სპეციალისტების დასაქმებაში ხელშეწყობა. ამჟამად, ასოციაციაში გაწევრიანებულია კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო კურსის რვა კურსდამთავრებული, ამავე კურსის ხელმძღვანელები და ლექტორები.

საკონტაქტო ინფორმაცია:

WEB: www.gslta.net

Email: geoslta2@gmail.com

Facebook: საქართველოს ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაცია – სემთა – GSLTA

საქართველოს ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაცია (სემთა)

პროექტის ფარგლებში შეიქმნა და გამოიცა 6 საბავშვო სურათებიანი წიგნი

წიგნი  togetherness  ანა ჯანელიძე

ჟუაო კანოსა დიასი

წიგნი : პიგუ

თამარ უჩანეიშვილი

წიგნიდათუნია ეძებს დედას

ანა შამათავა და თინათინ ანთიძე

წიგნი მზის სხივების დილა

რუსუდან კალანდარიშვილი   ელენე წკრიალაშვილი

წიგნი ბებიის სათვალე

მარიკა არევაძე  სოფიო ნადირაძე

წიგნი   პატარა ხე

ნატალია ჯამასპიშვილი  ხათუნა რამიშვილი