საჯარო ლექცია ტუზლის უნივერსიტეტში
2017 წლის 11 სექტემბერს ტუზლის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ერაზმუს + ABC პროექტის ფარგლებში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „ენისა და მეტყველების დარღვევების პრევენცია“.
2017 წლის 11 სექტემბერს ტუზლის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ერაზმუს + ABC პროექტის ფარგლებში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „ენისა და მეტყველების დარღვევების პრევენცია“.
2017 წლის 14 სექტემბერს Erasmus + პროექტის „Assisting Better Communication“ ფარგლებში აღმოსავლეთ სარაევოს უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგი თემაზე „შეფასება და ჩარევა აუტიზმის მქონე ბავშვებთან მუშაობის გასაუმჯობესებლად“. ტრენინგი ჩატარდა ამ სფეროში მომუშავე ექიმების, ენისა და მეტყველების თერაპევტების, ფსიქოლოგებისა და პედაგოგებისათვის.
ABC პროექტის ფარგლებში კონსორციუმის პირველი შეხვედრა 2017 წლის 13-16 თებერვალს პორტოს უნივერსიტეტში გაიმართა.
პირველ შეხვედრას კონსორციუმის ყველა წევრი ესწრებოდა. შეხვედრის მონაწილეებმა წარმოადგინეს ინფორმაცია თავიანთი ორგანიზაციების შესახებ და ისაუბრეს მათ როლზე პროექტში. შეხვედრის მიმდინარეობისას განისაზღვრა პროექტის თემატური ჯგუფების მონაწილეები და დაიგეგმა ახალი აქტივობები, შეთანხმდა უახლოეს საერთო შეხვედრათა თარიღები.
პორტოშივე ჩატარდა კონსორციუმი წევრთა მეორე შეხვედრა, რომელიც პროექტის ეფექტური მართვის ინტრუმენტების შემუშავების შესახებ მსჯელობას დაეთმო. გორდონისა და ონოს კოლეჯის წარმომადგენლებმა მოამზადეს სპეციალური პრეზენტაციები, რომლის დროსაც კონსორციუმის წევრები პროექტის შეფასების კითხვარს გაეცნენ. ილიას უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს მუდლისა და ასანის პლატფორმები.
2017 წლის იანვარში ABC პროექტის ადგილობრივი ჯგუფის წევრები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ჯიპადან, Step Forward-იდან და საქართველოს პორტიჯის ასოციაციიდან ერთმანეთს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში შეხვდნენ. მათ იქაურ კოლეგებთან ერთად განიხილეს პროექტის ამოცანები და ერთი წლის სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ABC პროექტის დაწყების შემდეგ რამდენიმე ინტერდისციპლინური შეხვედრა ჩატარდა, რომლებსაც განვითარების ფსიქოლოგები, ლინგვისტები და კომპიუტერული ლინგვისტიკის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ამ შეხვედრების შედეგად დაიგეგმა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავს ქართულენოვანი ბავშვის ენის ათვისების თავისებურებების დადგენას.
ჰაიფას უნივერსიტეტის, ონოსა და გორდონის აკადემიური კოლეჯების ABC პროექტის გუნდის წევრები რეგულარულად ხვდებიან ერთმანეთს პირისპირ ან საუბრობენ სკაიპის საშუალებით პროექტის ხარისხის კონტროლის მექანიზმების ინსტრუმენტის შემუშავების საკითხებზე. ეს ინსტრუმენტი შემუშავებულია და გაგზავნილია პროექტის კოორდინატორთან. ისრაელის გუნდის ბოლო შეხვედრა ონოს აკადემიურ კოლეჯში გაიმართა. შეხვედრის თემა იყო 2018 წლის თებერვალში ვორკშოპის ორგანიზება, რომელსაც კონსორციუმის ყველა წევრი დაესწრება.
2017 წლის მარტში ABC პროექტის ფარგლებში ზაგრების უნივერსიტეტში გაიმართა ტრენერების ტრენინგი სმენის დარღვევების რეაბილიტაციის მიმართულებით.
ტრენინგს ესწრებოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, Step Forward-ის (საქართველო), ტუზლისა და სარაევოს უნივერსიტეტების (ბოსნია-ჰერცეგოვინა), ჰაიფის უნივერსიტეტისა, ონოსა და გორდონის კოლეჯის (ისრაელი) წარმომადგენლები.
მონაწილეები გაეცნენ ზაგრების უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს სმენის დარღვევების მიმართულებით, მოინახულეს რამდენიმე ცენტრი და ლაბორატორია.